Br - ბრომი არეგულირებს პროცესების აქტივობასა და ბალანსს, ორგანიზმში ჰომეოსტაზის მდგომარეობას. ლუგელას შემადგენლობაში წარმოდგენილია ნორმის შესაბამისი კონცენტრაციით.
Mg - მაგნიუმი მოადუნებს კუნთებს და ნერვებს, ხსნის სტრესსა და შფოთვას, აუმჯობესებს ძილს. აკონტროლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და გულის რიტმს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის ჰიპერტენზიის განვითარებას. არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებსა და ენერგეტიკულ ცვლას, გარდაქმნის ნახშირწყლებსა და ცხიმებს ენერგიად, ფიზიკური აქტივობისთვის. არეგულირებს ძვლების მეტაბოლიზმს, ხელს უშლის ოსტეოპოროზს. მონაწილეობს ცილების, დნმ-ის და რნმ-ის სინთეზში, უჯრედების ზრდასა და აღდგენაში, გლუკოზისა და ინსულინის მეტაბოლიზმში და შაქრიანი დიაბეტის კონტროლში.
Na - ნატრიუმი არეგულირებს წყლის ოპტიმალურ შემცველობას უჯრედებსა და ქსოვილებში, უზრუნველყოფს წყლის საჭირო დონეს სისხლძარღვთა სისტემაში, არეგულირებს ph-ის დონეს, არტერიულ წნევას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ასევე გულის-სისხლძარღვთა, ნერვული და კუნთოვანი სისტემების მუშაობას.
K - კალიუმი ხელს უშლის კალციუმის „გამორეცხვას“ ძვლის ქსოვილიდან, ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს, ამაგრებს ძვლებს. არეგულირებს გულის, კუნთებისა და ნერვების მუშაობას, ინარჩუნებს წყლის-მარილოვან ბალანსს და აკონტროლებს არტერიულ წნევას.
P - ფოსფორი ინარჩუნებს ძვლის ქსოვილის სტრუქტურას, მონაწილეობს უჯრედების დაყოფაში, ენერგიის წარმოებაში, ასევე ნერვული სისტემის მუშაობისა და კოგნიტური ფუნქციების მხარდაჭერაში.
Si - სილიციუმი უჭერს მხარს სიცოცხლისუნარიანობას, შინაგანი ორგანოებისა და ადამიანის ორგანიზმის სისტემების მუშაობას. ამაგრებს იოგებსა და სახსრებს. ინარჩუნებს ძვლის ქსოვილისთვის საჭირო ნივთიერებათა ბალანსს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, გავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე. მონაწილეობს იმუნური სისტემის მუშაობაში, გავლენას ახდენს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამომუშავებაზე. უშლის ალუმინისა და ტოქსიკური ნაერთების დალექვას სისხლძარღვებში. სახარბიელო გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე.
L - ლანთანოიდები - ძლიერი ანტიოქსიდანტები არიან და მათ არ ჰყავთ ბადალი ძვლოვანი დაავადებების, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკასა და მკურნალībāshi. ლანთანოიდები აბრკოლებენ სისხლის შედედებას. ადამიანის ორგანიზმში, ლანთანოიდები გროვდებიან სიმსივნურ წარმონაქმნებში და არღვევენ მათში კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის ცვლას. მათ არ ჰყავთ ბადალი ანტისიმსივნურ აქტივობაში. ლანთანოიდები ხელს უწყობენ კანის დეტოქსიკაციას, აღდგენასა და კანის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. ლანთანოიდები, კალციუმთან კომპლექსში, ანგრევენ ტოქსიკური ნაერთების მოლეკულურ კავშირებს, რითაც აღმოფხვრიან ქიმიური აგენტებით გამოწვეულ მწვავე ანთებებს. ლანთანოიდები დნმ-ის დონეზე უჯრედების მუტაციებს აღკვეთენ.
რას ამბობენ ლუგელაზე